ინფორმაცია მართვის მოწმობების გამოცდასთან დაკავშირებით
1775839837
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ომით გამოწვეულმა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდამ მარტში აშშ-ის ინფლაცია 3.3%-მდე აიყვანა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი წლიური ტემპია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ფასები წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, რაც გასამმაგებულია თებერვლის მაჩვენებელთან (0.3%) შედარებით.
ინფლაცია თებერვლის 2.4%-დან მარტში 3.3%-მდე გაიზარდა.
ეკონომისტები თვიურად 0.9%-იან, ხოლო წლიურად 3.4%-იან ზრდას ვარაუდობდნენ, შესაბამისად, რეალური ციფრები პროგნოზთან ახლოს აღმოჩნდა.
ინფლაციის დაჩქარების მთავარი ფაქტორი თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომია. საომარი მოქმედებების შედეგად ბენზინსა და ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა მატებამ მომენტალურად შეაფერხა ინფლაციასთან ბრძოლის პროგრესი.