LIVE: "თუ ღმერთი გწამთ..." - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკი საბოლოო სიტყვას ამბობს
1714984432
ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან.
„ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. ჩვენ განვაგრძობთ იმის აღნიშვნას, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედიაორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.