ჩვენი კონკურენტები იყენებენ ნავთობს, ქვანახშირს, ბუნებრივ აირს და სხვას, რასაც არ ვაკონტროლებთ, არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკების ზრდისთვის, არამედ ჩვენზე ზეწოლის ბერკეტად - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დასავლეთი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკა ადამიანებს აღარიბებს.

„კლიმატის კულტის გაკეთილშობილებისთვის საკუთარ თავს მოვახვიეთ ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ხალხებს აღარიბებს. მაშინ, როცა ჩვენი კონკურენტები იყენებენ ნავთობს, ქვანახშირს, ბუნებრივ აირს და სხვას, რასაც არ ვაკონტროლებთ, არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკების ზრდისთვის, არამედ ჩვენზე ზეწოლის ბერკეტად“, - განაცხადა რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, შეცდომა აშშ-მა და ევროპამ ერთად დაუშვეს. „ახლა ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვალდებულნი ვართ ეს ვაღიაროთ და ვიმოძრაოთ წინ, აღდგენისკენ“, - დასძინა რუბიომ.