ჩვენი გზავნილი ნათელია, დიპლომატიური მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ირანი თავდასხმებს შეწყვეტს - კატარის საგარეო უწყების წარმომადგენელი

კატარის საგარეო უწყების წარმომადგენელი:

ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია, დიპლომატიური მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ირანი თავდასხმებს შეწყვეტს, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ აღნიშნა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ არსებობს.

„ისინი თუ შეწყვეტენ თავდასხმებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოსავლის პოვნა დიპლომატიით. მაგრამ ვიდრე ჩვენს ქვეყნებს თავს ესხმიან, ახლა კომიტეტების შექმნის დრო არ არის. დროა, დავიკავოთ ძალიან პრინციპული პოზიცია ჩვენი ქვეყნების დასაცავად და მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჩვენზე თავდასხმა“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ.

ალ-ანსარის თქმით, კატარი კრიზისის დეესკალაციის მცდელობაზე მუშაობს, მაგრამ ამჟამად აშშ-სა და ირანს შორის რაიმე ოფიციალური შუამავლობის პროცესის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.