ჩვენი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა მომდევნო სამ კვირაში გაიმართოს - სტივ უიტკოფი

უოტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობამ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, შესაძლოა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრაც გამოიწვიოს.

"ჯარედი [კუშნერი] და მე ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ინიციატივები ხელს შეუწყობს ორი მხარის დაახლოებას მომდევნო სამი კვირის განმავლობაში და შესაძლოა, ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტამდეც კი მიგვიყვანოს", - თქვა ვიტკოფმა.

მისივე თქმით, ეს შეიძლება სამმხრივ შეხვედრაში გადაიზარდოს, რომელშიც დონალდ ტრამპიც იქნება ჩართული, თუმცა გადაწყვეტილება ტრამპმა უნდა მიიღოს.

"არა მგონია, რომ მას მონაწილეობა მოუნდეს, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ შეძლებს საქმის ბოლომდე მიყვანას და საუკეთესო შედეგის მიღწევას. იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ", - დასძინა უიტკოფმა.