გოგა მანია გურამ დადიანიძეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
1787687583
კანადის მრეწველობის მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა.
„ჩვენ მას ყოველთვის ონტარიოს ტბას დავუძახებთ“, – აღნიშნა მელანი ჯოლიმ.
მისივე თქმით, ვიდრე ასეთ ინტრიგებს აქვს ადგილი, კანადა სტრატეგიულად იმოქმედებს და წინააღმდეგობას გაწევს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ამერიკის ტბის დარქმევას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მხარეებმა ახალი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევა ვერ შეძლეს.