1753907905
ჩვენ წინ მივიწევთ, კარგად ვართ ჩინეთთან, ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი შეთანხმება გვექნება - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მაქს აქვს მოლოდინი, რომ ჩინეთი და აშშ მიაღწევენ სამართლიან შეთანხმებას ვაჭრობის საკითხზე. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ წინ მივიწევთ, კარგად ვართ ჩინეთთან და ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი შეთანხმება გვექნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები შვედეთში ორი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ. მხარეები სატარიფო შეთანხმების 90 დღით გახანგრძლივებას ცდილობდნენ. როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, შეხვედრები კონსტრუქციული იყო და აღნიშნა, რომ შეთანხმება ტრამპის თანხმობამდე არ იქნება.