შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს.
როგორც თავად აღნიშნავს, კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მოუხმოს მშობელს, ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი, შეიძლება უცებ მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას. ექიმი ამბობს, რომ ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს
„შუაღამეა,ხვალიდან,მძიმე სამუშაო კვირა იწყება,ამიტომ შევეცდები კიდევ ერთ ხშირად დასმლ კითხვას გავცე პასუხი... ღამის კოშმარები ბავშვებში... უნდა ვინერვიულოთ თუ არა...
ბავშვებში ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით 3-10 წლის ასაკში. ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან.
კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა,ატირებულმა,მოუხმს მშობელს,ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი,შეიძლება უცებ მშობელი უცუხო ადამიანად აღიქვას!!!
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს!!!რამოდენიმე მარტივი რჩევა მინდა მოგცეთ...
შექმენით მშვიდი გარემო ძილის წინ
მოერიდეთ ემოციურად მძიმე მულტფილმებსა და ზოგადად ეკრანებს ძილამდე 2 საათით ადრე
დაამშვიდეთ ბავშვი გაღვიძებისას, თქვენი ხმა და ჩახუტება საუკეთესო „მედიკამენტია“
თუ კოშმარები ძალიან ხშირად მეორდება, იწვევს ძლიერი შიშის განვითარებას ან ძილის სერიოზულ დარღვევას, სასურველია პედიატრთან ან ბავშვთა ნევროლოგთან კონსულტაცია!!!
ბავშვის ღამის შიშები ხშირად ქრება მაშინ, როცა გვერდით ესმის მშობლის მშვიდი სუნთქვა და ეუფლება უსაფრთხოების განცდაამშვიდი ძილი ყველას,კოშმარების გარეშე“,- წერს ექიმი.