ტაიფუნ „კრატონს“ ტაივანში მსხვერპლი მოჰყვა

ტაიფუნ „კრატონს“ ტაივანში მსხვერპლი მოჰყვა

ტაივანში ტაიფუნ „კრატონის“ შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. კუნძულის სამხრეთ ნაწილში ტაიფუნმა საათში 160 კილომეტრის სიჩქარის ქარი, ძლიერი წვიმა და რიგ ადგილებში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის გამო გადაიდო 200-ზე მეტი საერთაშორისო ავიარეისი.

ტაიფუნის გამო ქალაქ გაოსიუნში დაიხურა საჯარო დაწესებულებები. სტიქიამ დააზიანა საავტომობილო გზებიც.