ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ჩვენ არ ვიღებთ მიზანში მეზობელ ქვეყნებს, თუ მათ ტერიტორიას უდანაშაულო ირანელ ხალხზე თავდასხმისთვის არ იყენებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაზიმ გარიბაბადიმ განაცხადა.
გარიბაბადიმ აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
„ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არიან ჩვენი აქტიურები მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ისრაელი და აშშ, ან ამ ქვეყნების ტერიტორია არის გამოყენებული ირანის ისლამური რესპუბლიკის უდანაშაულო ხალხზე თავდასხმისთვის. ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ, რომ რეგიონში თუ არის სამხედრო ბაზები, რომლებსაც ირანზე თავდასხმისთვის იყენებენ და ამერიკული ძალები იქ იმყოფებიან, მაშინ მათ მიზანში ამოვიღებთ. ეს არის პოლიტიკა, რომელიც წინასწარ დავაანონსეთ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კიზიმ გარიბაბადიმ.
ჟურნალისტმა კიზიმ გარიბაბადის კითხვა დაუსვა აზერბაიჯანში, კერძოდ, ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების თავდასხმის შესახებ, რაზეც გარიბაბადიმ განაცხადა, რომ პირველად ესმის მომხდარის შესახებ.
„ჩვენ არ ვიღებთ მიზანში მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. უნდა მოვიძიო ინფორმაციის წყარო, გავეცნო ამ ინფორმაციას. შემდეგ შემიძლია კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა გარიბაბადიმ.