„ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ!“ - ტრამპის მტკიცებით, ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას არ ასრულებს

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეირანი შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ და უსაფრთხო ნაოსნობას არ უზრუნველყოფს.

„ირანი ძალიან ცუდად, ზოგიერთის შეფასებით კი, არასამართლიანად არსულებს ვალდებულებას ჰორმუზის სრუტის მეშვეობით ნავთობის დაბრკოლების გარეშე გატარების თვალსაზრისით. ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ!“, - დაწერა ტრამპმა.