ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა.
კადიროვთან ერთად პუტინი ეწვია სპეცრაზმის მომზადების რუსულ უნივერსიტეტს, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ძალებს ამზადებენ.
„თქვენთვის რთულ გადაწყვეტილებას იღებთ. ერთი საქმეა აქ, ტირში სროლა, მეორე კი – საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თუმცა თქვენ გაქვთ შიდა მოთხოვნილება, დაიცვათ მამული და ასეთი გადაწყვეტილების მიღების სიმამაცე“, – მიმართა პუტინმა სასწავლებელში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.
პუტინთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ფრონტის ზონაში 47 ათასზე მეტი მებრძოლი გაგზავნა, მათ შორის 19 ათასი მოხალისე.
კადიროვის თქმით, ყველა მათგანმა მომზადება გაიარა სპეცრაზმის უნივერსიტეტში.
ამასთან, კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთს შექმნილი აქვს ათობით ათასი გაწვრთნილი და აღჭურვილი მებრძოლისგან შემდგარი რეზერვი, რომელიც მზად არის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში გაემართოს.