ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასაჯეს ადამიანები, რომლებიც უცხოურ ტელეშოუებს ავრცელებდნენ

ჩრდ კორეა

 ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასაჯეს ადამიანები, რომლებიც უცხოურ ტელეშოუებს, მათ შორის სამხრეთკორეულ დორამებს ავრცელებდნენ. ინფორმაციას The Guardian-ი გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიში 300-ზე მეტი თვითმხილველისა და დაზარალებულების ჩვენებებზე დაყრდნობით არის შედგენილი.

2014 წლიდან ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მოსახლეობაზე თვალთვალი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გააძლიერა, სასჯელი კი უფრო მკაცრი გახდა - კერძოდ, უცხოური ტელესერიალების გავრცელება სიკვდილით ისჯება.

გაეროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის რაოდენობა გაიზარდა.