სტიქია კახეთში - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე
1765709268
ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია სამხრეთ კორეის შტაბების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განცხადებით, რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმირებულია იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები. მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს ბალისტიკური რაკეტები 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს.