ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში დაუდგენელი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ბალისტიკური რაკეტა

იაპონიის სანაპირო დაცვისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ BBC წერს.

გასროლიდან 20 წუთში, რაკეტა ზღვაში, იაპონიის ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.