"ჩიზბურგერი და კაკაოს ნამცხვრები..." - ნახეთ, მილიარდერების საყვარელი საჭმელები

მილიარდერები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ცხოვრებას შორიდან უამრავი ადამიანი შენატრის. სასახლეები, კერძო თვითმფრინავები, „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე რესტორნები, - ყველაფერი იდეალურად გამოიყურება. 
 
ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მათი ცხოვრების სტილისა და ფინანსებიდან გამომდინარე უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი უპირატესობას უმაღლესი კლასის სამზარეულოს ანიჭებენ და ძვირად ღირებულ კერძებს მიირთმევენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალობა სულ სხვაა. 
 
რას მიირთმევენ მილიარდერები:
 
ბილ გეიტსი
 
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენის ქონება 133,8 მილიარდი აშშ დოლარია, მაიკროსოფტის დამფუძნებელი საუზმის, სადილისა და ვახშმის დროსაც კი „მაკდონალდს“ აკითხავს.  როგორც გეიტსის ფონდის მმართველი დირექტორი ამბობს, „თუ ლანჩზე ბილთან მოხვდებით, აუცილებლად ჩიზბურგერით გაგიმასპინძლდებათ“. თანამშრომლები მიჩვეულები არიან, რომ თუ გეიტსი დაკავებულია, შესვენების დროს რომელიმე მათგანი აუცილებლად უნდა წავიდეს ბურგერების საყიდლად. ცნობილი ფილანთროპის საყვარელი სასმელი უშაქრო კოლაა. ის დღეში, სულ მცირე, 4 ან 5 ქილა კოკა-კოლას მაინც სვამს, დესერტად კი კაკაოს ნამცხვრებს მიირთმევს. 
 
ილონ მასკი
 
აღმოჩნდა, რომ ილონ მასკი, რომელიც ყოველთვის კრეატიული და ორიგინალური იდეებით გამოირჩევა, საკვების არჩევისას საკმაოდ უპრეტენზიოა. SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი აღიარებს, რომ საუზმისა და სადილისთვის დრო თითქმის არასდროს რჩება ამიტომ თანხმდება ყველაფერს, რასაც მისი ასისტენტები მიუტანენ.  თუმცა, იმ გამონაკლისი შემთხვევების დროს, როდესაც ბიზნესმენს სცალია, ილონი დილას ყავითა და ომლეტით იწყებს, სადილად კი ბარბექიუს იმზადებს. როგორც მასკის „ტვიტი“ იუწყება ძვირად ღირებულ საკვებს, დარიჩინის ხრაშუნა ტოსტები ურჩევნია, რომელიც ძალიან უყვარს და შუაღამისას ხშირად მიირთმევს. 
 
მარკ ცუკერბერგი
 
ილონ მასკის მსგავსად, საკვების შერჩევას დიდ დროს არც მარკ ცუკერბერგი უთმობს. FACEBOOK-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დილით როდესაც მაცივარს ხსნის - ჭამს იმას, რაც პირველი ხელში მოხვდება. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ბიზნესმენმა თავს უცნაური აკრძალვაც დაუწესა - მას უნდა ეჭამა მხოლოდ ის, რასაც თავადვე მოინადირებდა.  ასე რომ, მისი კვების რაციონი ყოველდღიურად იცვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მარკს ერთფეროვნება არ უყვარს და მსგავს ექსპერიმენტებს თავს ხშირად უწესებს. 
 
დონალდ ტრამპი

ბილ გეიტსის მსგავსად, აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც სწრაფი კვების მოყვარულია და „მაკდონალდის“ ერთგულ მომხმარებელთა რიცხვში უცვლელ ადგილს იკავებს. თუმცა, მაიკროსოფტის დამფუძნებლისგან განსხვავებით, ჩიზბურგერებს ის თევზის სენდვიჩებსა და ბიკ მაკს ამჯობინებს.  ბიზნესმენი 12 ქილა უშაქრო კოლას მაინც სვამს.  შოკოლადის ნაყინი და ხრაშუნა ჩიფსები კი მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.