11 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა - დეტალები
1732730612
ჩინეთში ყველაზე სწრაფი მატარებელი შეიქმნა - მაქსიმალური სიჩქარე 600 კმ/სთ-ს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მატარებლის მწარმოებელი კომპანია CRRC-ია. ის ჩქაროსნული მატარებელი სარკინიგზო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მატარებელი მალე ბერლინშიც გამოჩნდება, ჩინურ კომპანიასა და გერმანულ მხარეს შორის შესყიდვის შეთანხმება უკვე გაფორმდა. პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მატარებლის პროტოტიპის წარმატებული ტესტირება უკვე შედგა.
პირველ ეტაპზე მატარებელი შანხაიში განთავსდება და ის მგზავრებს ქალაქის მთავარ აეროპორტთან დააკავშირებს. მატარებელი მაგნიტური "ბალიშების" დახმარებით გადაადგილდება, ის თითქმის უხმოდ მოძრაობს და რელსების ზედაპირს არ ეხება. ის ელექტრომაგნიტური ველის ძალის მეშვეობით იმართება. მაღალსიჩქარიანი მატარებლები ჩინეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის პრიორიტეტია. მისი განვითარების მთავარი მიზანი კი ჩინეთის დიდ ქალაქებს შორის გადაადგილების დროისა და ხარჯების შემცირებაა.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137