ჩინეთში ცაში 16 ათასამდე დრონი აუშვეს და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ჩინეთში ცაში 16 ათასამდე დრონი აუშვეს

ჩინეთში სინათლის შოუში ერთდროულად მონაწილე დრონების რაოდენობით გინესის ახალი რეკორდი დაამყარეს.

ქალაქ ლიუიანში გამართული შოუს დროს ცაში 15 947 დრონი აფრინდა, რომლებიც პიროტექნიკური ეფექტების ფონზე რთულ ფიგურებს ქმნიდნენ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

შოუს თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა, როგორც პირადად, ასევე ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით.