ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ ცდილობს, ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს

ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი აცხადებს, რომ აშშ ცდილობს, ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი​ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩინეთი ინდოეთთან დაძაბულობის შემცირების გამოყენებით, ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობს“.

ლინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ინდოეთთან კავშირებს სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან უყურებს. ამნ ასევე დასძინა, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის არსებული სასაზღვრო საკითხი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის გადასაწყვეტია და ოფიციალური პეკინი წინააღმდეგია, რომ ნებისმიერი ქვეყანა ამ საკითხზე შეფასებას გამოთქვამს.

„სასაზღვრო საკითხები მხოლოდ ჩინეთისა და ინდოეთის განსახილველია. ამ საკითხში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევას ვეწინააღმდეგებით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.