ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
30 წლის ჩინელმა ქალმა, სასამართლო დავა წააგო, ის საკუთარი კვერცხუჯრედის გაყინვას ითხოვდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალმა სასამართლოს 2019 წელს მიმართა, მას შემდეგ, რაც პეკინის მეანობა-გინეკოლოგიურმა საავადმყოფომ პროცედურის ჩატარებაზე უარი უთხრა. საავადმყოფოს განცხადებით, კვერცხუჯრედის გაყინვის უფლება მხოლოდ ნაყოფიერების პრობლემების მქონე დაქორწინებულ ქალებზე ვრცელდება.
სასამართლომ დაადგინა, რომ საავადმყოფოს ქალის უფლებები არ დაურღვევია.
ქალის თქმით, მას სურს კარიერაზე იყოს ფოკუსირებული და გაყინული კვერცხუჯრედის მეშვეობით, შვილი მაშინ გააჩინოს, როდესაც თავად ჩათვლის საჭიროდ.
ის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.