1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩინეთის ქალაქ ჩანშაში მამაკაცმა ერთ-ერთ რესტორანში 1.5 კგ ღორის ხორცი და 4კგ კრევეტი ჭამა, რის გამოც ის შავ სიაში შეიყვანეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საკვები ობიექტი ისეა მოწყობილი, რომ კლიენტებს შეუძლიათ გადაიხადონ გარკვეული თანხა და ჭამონ იმდენი, რამდენიც შეუძლიათ.
ბარბექიუ რესტორნის მეპატრონემ ერთ-ერთ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისტერ კანგი მას ხშირად სტუმრობდა და მისი ბიზნესი სერიოზულად დააზარალა.
მამაკაცმა პირველი ვიზიტის დროს შეჭამა 1,5 კგ ღორის ხორცი, ხოლო მეორე ვიზიტის დროს 3,5 დან 4 კგ-მდე კრევეტები. მისტერ კანგის თქმით, რესტორანი არის „დისკრიმინაციული“ იმ ადამიანების მიმართ, რომლების ბევრს ჭამენ.