„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღვინო შეასხეს. ინციდენტი ქალაქ სეკსარდში მოხდა, სადაც პეტერ მადიარი ყურძნის მოსავლის აღებას დაესწრო. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მადიარმა გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ასხამს ღვინოს შუა ხნის მამაკაცი პრემიერს. ის მადიარის დაცვის თანამშრომლებს გაჰყავთ.
მოგვიანებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა იხუმრა, რომ მას ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის ხელმოცარული მეომარი დაესხა თავს და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ძვირფასი ღვინო ტყუილად დაიღვარა.