1773348202
ჩემი პოლიტიკური კარიერა დასრულდა - ანა ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ კარიერა დაასრულა და არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას აღარ აპირებს.
მისი თქმით, ის სხვა თანამდებობებისკენ არ ისწრაფვის, თუმცა თავს ვალდებულად თვლის პოლონეთისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას.
"ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა. არ მაქვს განზრახვა, ვიყარო კენჭი არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში. არ ვესწრაფვი სხვა თანამდებობებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ უფლებამოსილი ვარ გამოვთქვა ჩემი შეხედულებები პოლონეთისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე", - წერს ანა ფოტიგა.










