1773348202
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ტრამპს ირანში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ - AXIOS
გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ვირტუალური სამიტი ირანის ომის მზარდი ეკონომიკური შედეგების გამო ქვეყნების ლიდერების სერიოზული შეშფოთების ფონზე გაიმართა.
როგორც გამოცემა იუწყება, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს ტრამპს ომი დაასრულოს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
თავად ტრამპი აღნიშნავს, რომ ვითარება ჰორმუზის სრუტეში უმჯობესდება და კომერციულმა გემებმა აღნიშნულ რეგიონში მუშაობა უნდა განაახლონ. თუმცა გასულ ღამეს ერაყის ნაპირებთან ორ გემზე თავდასხმა განხორციელდა.
როგორც რამდენიმე წყარომ გამოცემას განუცხადა, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ტრამპი ომის მიზნებსა და დასრულების ვადებზე საუბრისას დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა. სამიტის მონაწილეთა ერთ ნაწილს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მას ომის დასრულება სურს, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპს მისი გაგრძელება უნდა.
ტრამპის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაზეც ის ახლა მუშაობს - ვადებია. მას კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა: „სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, რათა ხუთ წლის შემდეგ ირანთან ახალი ომი არ დაიწყოს.











