ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
ამერიკამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ. მოლაპარაკება შედგა - დოკუმენტის მიხედვით, შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება.
შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი შტატებში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც კი სავაჭრო თუ არასავაჭრო სფეროში ოდესმე გაფორმებულა.
"ჩემი აზრით, ეს ყველასთვის კარგი შეთანხმებაა. სავარაუდოდ, არის ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც კი სავაჭრო თუ არასავაჭრო სფეროში ოდესმე გაფორმებულა. ევროკავშირი დათანხმდა, შეიძინოს შეერთებული შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგეტიკული რესურსი. ასევე, დათანხმდნენ, რომ, დამატებით, აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, უკვე არსებული ინვესტიციების გარდა. დათანხმდნენ, შეიძინონ უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.