ChatGPT-ის შემქმნელს მისი და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ფოტო: Getty Images

ChatGPT-ის შემქმნელს, სემ ალტმანს, მისი და ენნ ალტმანი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, - იუწყება BBC-ი.

ენნ ალტმანის თქმით, ის 1997-2006 წლებში ძმის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რეგულარულად ხდებოდა.

შესაბამისი სარჩელი მან 7 იანვარს მისურის საოლქო სასამართლოში შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ 12 წლის ძმამ მასზე ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის ჯერ კიდევ სამი წლის იყო.

სემ ალტმანი, რომელიც კომპანია OpenAI- გენერალური დირექტორია და ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტის შემქმნელია ამ ბრალდებას უარყოფს. მას მხარს უჭერენ დედა და ძმები.

„ყველა ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა სემ ალტმანმა და აღნიშნა, რომ „ძნელია უვლიდე ოჯახის წევრს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს“.

სემ ალტმანის თქმით, ის ყოველთვიურად ეხმარება დას ფინანსურად, თუმცა ის მეტ თანხას ითხოვს.