მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
გერმანიაში ბუნდესტაგის ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანიდან ქრთამის მიღების გამო ასამართლებენ.
საუბარია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრებზე – ედუარდ ლინტნერზე და აკსელ ფიშერზე. ყოფილ დეპუტატებს აზერბაიჯანის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ სოლიდური თანხების მიღებაში ადანაშაულებენ.
ბრალდება ეხება იმ პერიოდს, როდესაც ლინტნერი და ფიშერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები იყვნენ.
ყოფილი დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიების მიხედვით, ლინტნერმა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან იმ დეპუტატების გადაბირებისთვის მიიღო რამდენიმე მილიონი ევრო, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებდნენ.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მიმოწერა მოიპოვეს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლინტნერმა ამავე საქმის ფიგურანტ, ყოფილ კოლეგა ფიშერს 23 ათასი ევრო გადაუხადა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ მრავალწლიანი გამოძიების ფარგლებში სტრასბურგში ჩატარებული ჩხრეკისას ბუნდესტაგის წევრების კორუფციულ სქემებში ჩართულობის არაერთი მტკიცებულება გამოავლინეს.
მიუნხენში დაწყებული სასამართლო პროცესი 2 აგვისტომდე გაგრძელდება.