საბედისწერო გართობა „ამერიკული მთებით“ - ჯორჯიის შტატში გასართობ პარკში დატრიალებული ტრაგედიას პოლიცია იძიებს

ამერიკული მთები

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში გასართობ პარკში ატრაქციონზე ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

„ბიბისის“ ცნობით, პარკ Six Flags Over Georgia-ში მომხდარ ინციდენტს კობის ოლქის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

პოლიციას არ დაუკონკრეტებია, რომელ ატრაქციონზე მოხდა ინციდენტი, მაგრამ ვერტმფრენებიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ „ამერიკული მთები“ (Goliath) მოულოდნელად შეჩერდა, ხოლო მუშები მგზავრებს ატრაქციონიდან გადმოსვლაში ეხმარებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაიღუპა ადამიანი ატრაქციონზე.

თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ატრაქციონიდან გადმოიყვანეს.

მათივე თქმით, მამაკაცი ატრაქციონიდან შენობის სახურავზე გადავარდა.

✕