1746733863
ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტარის თანაშემწე დაჭრეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა. ამის შესახებ Politico წერს.
„ევროპის სახალხო პარტიაში“ განაცხადეს, რომ შვედი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბელგიური მედიის ცნობით, პოლიცია სროლას ტერაქტად არ განიხილავს.
ასევე ნახეთ:
საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას