„ნაწარმოები პირველად რომ გამოქვეყნდა, ილარიონი საყვედურობდა, მომჭრა თავი მთელ სოფელში, რა დაწერა აგი ამფერიო…“ – დუმბაძის წიგნის გმირების ნამდვილი ამბები

დუმბაძის წიგნის გმირები

იცით, ამ ქვეყნად ოლღა ბებიაც არსებობდა, ილიკოც და ილარიონიც, ეს ამბავი ალბათ ყველას გაუგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი პირველად გაიგებს, როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში…

გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, ერთი ლამაზი სოფელია – ზენობანი. მწვანე ბორცვები, ვაზი, გვიმრები და ჩაის პლანტაციები ისეა ერთმანეთში გადაზრდილი ვერც გაარჩევ რომელი-რომელია. ალბათ ორმოცდაათი წლის წინ ეს სოფელი სულ სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ სიმწვანიდან ხის ოდების წითელი კრამიტის სახურავები აჭყიტებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ სწორედ აქ ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძის ბებია – ოლღა, ილიკო და ილარიონ დუმბაძეები.

ილიკოს სახლამდე აღმართი უნდა აიარო, ილარიონის და ოლღა ბებიას სახლებს შორის კი მხოლოდ კოწია ფოსტალიონის („მე ვხედავ მზეს“) სახლი დგას – მოკლედ, სოფელი კი არა, გადაშლილი წიგნია. პირველად ილარიონის სახლთან მივედი, ჭიშკართან პატარა წითელკაბიანი გოგო დავინახე – ილარიონის შვილთაშვილი.

მასპინძლობა კი, ნამდვილი ილარიონის ქალიშვილმა, (ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე წლის წინ)  ციალა დუმბაძემ გაგვიწია და დაუზარებლად მოგვიყვა ნამდვილი ილარიონის ამბავი, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ ტრაგიკული ადამიანი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად იუმორის გრძნობა არასდროს დაუკარგავს. ქალბატონი ციალას მონათხრობის სტილი უცვლელია, ალბათ ასე უფრო კარგად გაიცნობთ ნამდვილ ილარიონს.

„პოპულარული“ ილარიონი

ციალა დუმბაძე: „შეიძლება ითქვას, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ უმეტესობა, რეალური ამბავია. ნოდარი აქ რომ ჩამოვიდა, მესამე კლასში იყო. ათი კლასი იყო მაშინ. აი, ილიკო და ილარიონი კი იყვნენ ასაკში. ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ რატომღაც მეგობრობდა ნოდარი მათთან. აგენმა იცოდა ძველი ამბები, აყოლებდა და იმას იწერდა. პატარ-პატარა მოთხრობებს სკოლის ასაკშიც წერდა. ილარიონი სიტყვაძუნწი კაცი იყო, მაგრამ რასაც იტყოდა, მართალს იტყოდა. ტყუილს არავის შეარჩენდა. „მე ვიცი მაგი, როგორ იყო სინამდვილეო“ – იტყოდა. წაიკითხეთ სრულად

ასევე წაიკითხეთ:

„ალი ავარდა! თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - სასწაული, რომელიც ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში შეემთხვა

„უარყოფითი ასპექტები ნელ-ნელა დაიწყებს დაშორებას“ - დეკემბრის რომელი რიცხვიდან დაიწყება სასიკეთო პერიოდი

საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას