საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1751225448
"ბრიუსელმა გასცა ბრძანება ბუდაპეშტში ლგბტქ პრაიდის გამართვაზე და მათმა მარიონეტულმა პოლიტიკოსებმა ბრძანება შეასრულეს, ეს დასტურია, რატომ სჭირდება ქვეყანას კონსერვატიული მთავრობა" - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში გამართულ მასშტაბურ ლგბტქ პრაიდს ეხმაურება.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვიქტორ ორბანმა შეშფოთება გამოთქვა "პრაიდის დროს ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩენილი მამაკაცებისა და ჰორმონოთერაპიის შესახებ ბროშურების გავრცელების გამო“.
გუშინ, უნგრეთის დედაქალაქში ყველაზე მასშტაბური ლგბტქ პრაიდი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.