ბრიტნი სპირსმა ტეილორ სვიფტს თაობის საკულტო პოპვარსკვლავი უწოდა

ბრიტნი და ტეილორი

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ტეილორ სვიფტთან გადაღებული 2 ფოტო გამოაქვეყნა და მომღერლის გაცნობის შესახებ ისაუბრა. ბრიტნის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთი 2003 წელსაა გადაღებული, როცა ტეილორს პირველად შეხვდა, მეორე კი 2008 წელს, როცა მსოფლიო ტეილორს უკვე კარგად იცნობდა.

„ერთ-ერთი ტურნეს დროს კარზე ჩემი მენეჯერის თანაშემწემ დამიკაკუნა. კარის გაღების შემდეგ კი მითხრა, რომ თინეიჯერი გოგო - ტეილორი ჰყავდა მოყვანილი, რომელსაც ჩემთან შემოსვლა და ჩემთვის სიმღერის შესრულება სურდა, რაზედაც მაშინვე დავთანხმდი", - იხსენებს ბრიტნი სპირსი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Maria River Red (@britneyspears)

 

ბრიტნის თქმით, ტეილორი ამ დროს 13-14 წლის იქნებოდა, სიმღერა კი თავისი გიტარის თანხლებით შეასრულა.

„ოთახში შემოვიდა, გიტარაზე დაუკრა და ლამაზი სიმღერაც შეასრულა, მე კი გაოცებული ვუყურებდი და ეს ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენებოდა. მაშინ ფოტო გადავიღეთ, მოგვიანებით კი ტეილორი ჩვენი თაობის საკულტო პოპ მომღერალი ქალი გახდა", - დასძინა ბრიტნიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის მიხედვით, სვიფტის ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს. Bloomberg იმასაც წერს, რომ სვიფტი იშვიათ გამონაკლისთა შორისაა — იმ ადამიანებს შორის, ვინც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკით მიაღწიეს. ასევე, ტეილორ სვიფტი Spotify-ის ისტორიაში პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელსაც თვეში 100 მილიონი მსმენელი ჰყავს.

 

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის ნოემბერში ოცნებები აუსრულდებათ

გაიცანით, 13 წლის ნუცა გრიგალაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საბავშვო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

რატომ არ უნდა შეიტანოთ სახლში 2 ცოცხი და რამდენჯერ უნდა გადააბიჯონ ფეხი მას გასათხოვარმა გოგოებმა