ბრიტანეთში ელისაბედ II-ის პატივსაცემად მემორიალური კომპლექსი გაშენდება

ეე

ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის მემორიალის პროექტზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდა. გამარჯვებულად ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, ლორდ ნორმან ფოსტერის ბიურო გახდა.

ფოსტერის პროექტი ითვალისწინებს დედოფლის ცხენზე ამხედრებული ქანდაკების შექმნას, ასევე კიდევ ერთი მონუმენტის აგებას, რომელზეც გამოსახული იქნებიან დედოფალი და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი. მემორიალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ნახევრად გამჭვირვალე ხიდი, რომელიც დედოფლის საქორწინო ტიარას მოგვაგონებს.