„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1780770904
ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ბელფასტში შენიღბულმა პირებმა საცხოვრებელი სახლები, ავტობუსები და პოლიციის მანქანები გადაწვეს, გადაკეტეს საქალაქთაშორისო მაგისტრალები.
იმ უბნებიდან, სადაც არეულობა მიმდინარეობს, პოლიცია მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს. საპროტესტო აქციები გაიმართა გაერთიანებული სამეფოს სხვა ქალაქებშიც.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 30 წლის სუდანელი თავშესაფრის მაძიებელი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. ის 40 წლის მამაკაცს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდა.
პოლიციამ მომხდარი "კრიტიკულ ინციდენტად" შეაფასა და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევა ამ ეტაპზე ტერორიზმად არ განიხილება.