ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული - „ბიბისი“

ჰორმუზის სრუტე

გაერთიანებული სამეფო დათანხმდა აშშ-ს, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო კვლავ არ იქნება პირდაპირ ჩართული დარტყმების განხორციელებაში.

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტეში ხომალდების დაცვას ისახავს მიზნად.