ბრაზილიურმა მხარემ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი გაშიფრა

ბრაზილიურმა მხარემ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი გაშიფრა

ბრაზილიურმა მხარემ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი გაშიფრა და მასალა ოფიციალურ ასტანას გადასცა.

საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი ექსპერტებიც.

თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.