ბრაზილიაში პრეზიდენტს ირჩევენ

უცხოეთი

ბრაზილიის მოქალაქეები პრეზიდენტს, სენატორებს, დეპუტატთა პალატის წევრებსა და გუბერნატორებს ირჩევენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მოსახლეობა 81-დან 27 სენატორს, დეპუტატთა პალატის 513-ვე წევს და 27-ვე გუბერნატორს აირჩევს. საპრეზიდენტო და გუბერნატორის არჩევნებში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმათა ნახევარზე მეტს ვერ მოაგროვებს, მეორე ტურები 30 ოქტომბერს ჩატარდება.

პრეზიდენტობისთვის ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი ჟაირ ბოლსონარუ და ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასუ ლულა და სილვა იბრძვიან. სპეციალისტებს შეფასებით, საარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობდა და ორივე კანდიდატი ერთმანეთს ბრაზილიური დემოკრატიისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა.

არჩევნებში მონაწილეობის მიება 156 მილიონზე მეტ ადამიანს შეუძლია.