Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს - გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
1751316633
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ექიმებზე თავდასხმით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაარღვია.
„ისრაელის თავდაცვის არმიამ კიდევ ერთხელ ღამით ცენტრალურ ბეირუთში კვლავ ამოიღო მიზანში მედიცინის მუშაკები: 7 ადამიანი ფერშლების ჩათვლით დაიღუპა. სამოქალაქო პირები, მათ შორის, რომლებიც მჭიდრო დასახლებებში ცხოვრობენ, არა მხოლოდ თავდასხმების სამიზნეები არიან, არამედ მოკლებულნი არიან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მე ვგმობ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“, - დაწერა ბორელმა.
ებრაულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით "წითელი ჯვრის" ოთხი ფერშალი და ერთი ლიბანელი ჯარისკაცი მოკლეს.