ბოლო ტესტური შეტყობინება, რომელიც ბორტზე მყოფმა მგზავრმა ოჯახის წევრს გაუგზავნა - ტრაგედია სამხრეთ კორეაში

ავიაკატასტროფა

ბოლო მონაცემებით, მუანის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 179 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ბორტზე მყოფი, ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს. სამხრეთ კორეაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ინციდენტს გადაურჩა ფრენის ორი თანამშრომელი და დაზიანებების გამო საავადმყოფოში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გონზე არიან.

„გამეღვიძა და გადამარჩინეს", - თქვა ერთ-ერთმა გადარჩენილმა.

სამხრეთ კორეის ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე მყოფმა ერთმა მგზავრმა წერილი გაუგზავნა ოჯახის წევრს, სადაც ამბობდა, რომ ჩიტი იყო „ფრთაში ჩარჩენილი“, რომელიც სავარაუდოდ აჩერებდა თვითმფრინავის დაშვებას.

„ბოლო სიტყვები უნდა დავტოვო", - წერს მგზავრი.

ამ შეტყობინების შემდეგ ახლობელმა თქვა, რომ მგზავრისგან აღარაფერი გაუგიათ.

ცნობისთვის, თვითმფრინავი ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში დაჯდომისას, კედელს შეეჯახა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახება სახელდება. დაწყებულია გამოძიება. ცნობილი გახდა, რომ სეულს დახმარებას, შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო გაუწევს.