ეს შხამიანი მცენარე სახლში არ უნდა გაზარდოთ - ნახეთ, რომელ ყვავილზეა საუბარი
1736436078
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან 20 იანვარს მის ინაუგურაციამდე შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებმა და დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა 20 იანვრამდე ფლორიდაში ვიზიტის ორგანიზებას.
როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, შეხვედრის ორგანიზებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი დღესასწაულების შემდეგ ბრიუსელში პნევმონიის გამო ჯერ არ დაბრუნებულა და ამჟამად მკურნალობს.
მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ იდენტური განცხადებები გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებისთვის არიან მზად.
„მოუთმენლად ველოდებით პოზიტიურ თანამშრომლობას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. არასტაბილურ მსოფლიოში ევროპა და აშშ ერთად უფრო ძლიერები არიან“, – იყო აღნიშნული განცხადებაში.