1770671781
„ბლუმბერგი“: აშშ დემოკრატების მიერ მართული შტატებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გრანტებს 600 მილიონამდე დოლარით შეამცირებს
აშშ დემოკრატების მიერ მართული შტატებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გრანტებს 600 მილიონამდე დოლარით შეამცირებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ სავარაუდოდ კალიფორნიის, მინესოტას, ილინოისისა და კოლორადოს შტატებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გრანტებს დაახლოებით 600 მილიონი დოლარით შეამცირებს.
როგორც აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, გრანტები მცირდება, რადგან ისინი არ ასახავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გრანტები იყო ჯო ბაიდენის ინიციატივა, რომელმაც ხუთი წლის განმავლობაში მილიარდობით დოლარი გამოყო საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.












