ბირმინგემში ოზი ოსბორნს დაემშვიდობნენ - კადრები

ოზ

ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და „ჰევი მეტალის ნათლიის“ ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

პროცესიამ ქალაქის ქუჩებში ოზისთვის მნიშვნელოვანი ადგილები მოიარა. Black Sabbath-ის ხიდზე, სადაც თაყვანისმცემლები ოსბორნის პატივსაცემად ყვავილებს ტოვებდნენ, მუსიკოსის ოჯახის წევრები მივიდნენ. ათობით ათასი გულშემატკივარი მათ აპლოდისმენტებითა და მხარდამჭერი შეძახილებით დახვდა.

ოსბორნი 22 ივლისს, 76 წლისა გარდაიცვალა. 2 კვირით ადრე კი Black Sabbath-თან ერთად რეკორდული საქველმოქმედო გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა. მუსიკოსს დღეს, დახურულ ცერემონიაზე დაკრძალავენ.