ბილ გეიტსი ასახელებს 4 მთავარ პრობლემას, რომელსაც მომავალი თაობები შეხვდებიან

ბილ გეიტსი

Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი თვლის, რომ მომავალ თაობებს ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა სჭირდებათ. 

გეიტსმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობები, შესაძლოა, ბიოტერორიზმის პოტენციური საფრთხის და ხელოვნური ინტელექტის არასწორი განვითარების წინაშე აღმოჩნდნენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად.

„არსებობს ოთხი თემა, რომლისაც ახალგაზრდა თაობას ძალიან უნდა ეშინოდეს. ესენია: ბირთვული ომი, ბიოტერორიზმი, ხელოვნური ინტელექტის არასწორად წარმართვა და პოლარიზაციის გარშემო საზოგადოების ერთიანობის ნაკლებობა“,- თქვა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა.

გეიტსმა აღნიშნა, რომ ახლა ახალგაზრდა თაობები ასევე შეშფოთებულები არიან კლიმატის ცვლილების გამო. მისი თქმით, თუ ხალხი გაერთიანდება ამ პრობლემების გადასაჭრელად, მისი მოგვარება შესაძლებელია.