რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ირანის კრიზისი არა მხოლოდ ნავთობით ვაჭრობაზე მოქმედებს, არამედ სოფლის მეურნეობაზეც, - წერს გერმანული გამოცემა, Berliner Zeitung-ი და აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გლობალურ ბაზარზე მილიონობით ტონა სასუქის ნაკლებობაა.
ამ ვითარებაში კი, რუსეთს, რომელიც Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში სასუქის წარმოების სიდიდით მეორე ქვეყანაა, დეფიციტის აღმოფხვრის პროცესში ჩართვა სურს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიისთვის: სულ რამდენიმე თვის წინ, როგორც Berliner Zeitung-ი იტყობინება, ფედერაციულმა რესპუბლიკამ დიდი რაოდენობით რუსული სასუქი შემოიტანა. თუმცა, 2025 წლის ივლისიდან, რუსეთიდან სასუქების იმპორტზე ევროკავშირის ტარიფები მოქმედებს - ნაწილობრივ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის ირიბი დაფინანსება.
„თუმცა, გასულ შემოდგომაზე ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტარიფები შეიძლება გადაიდოს, თუ ფასები ძალიან მკვეთრად გაიზრდება. ეს დელიკატურ კითხვას ბადებს: შეუძლია თუ არა გერმანიას, ირანის კრიზისის გათვალისწინებით, კვლავ დაუბრუნდეს იაფ რუსულ სასუქს?“, - წერს გამოცემა.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
1775810448