ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

ბკ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტით ჩავიდა. თეთრ სახლში დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომლის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მოსალოდნელია, რომ საუბრის მთავარი თემა ღაზაში ომის დასრულების ტრამპის გეგმა გახდება, რომელიც 21 პუნქტს მოიცავს. ლიდერები ასევე იმსჯელებენ ომისშემდგომი მმართველობის მექანიზმის შექმნასა და „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დაბრუნებას.

ეს ნეთანიაჰუს მეოთხე ვიზიტია აშშ-ში ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან.