ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
ბელარუსი ოპოზიციონერის პაველ ლატუშკოს განცხადებით, ბელარუსში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით მობილიზაციის დასაწყებად ყველაფერი მზად არის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ლატუშკო შიშობს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთისთვის აქტიური სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად უახლოეს მომავალში მობილიზაცია დაიწყოს.
პაველ ლატუშკო მინსკში წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბელორუსის შინაგან საქმეთა უწყების თანამშრომლების უმეტესობა იძულებული გახდა პასპორტები დაეტოვებინა.
„ასეთი ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდანაც მოდის. ეს ნიშნავს, იმას რომ მობილიზაციის შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლას ვერ შეძლებენ“, - აცხადებს ოპოზიციონერი.