რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ირანში საპროტესტო აქციებმა კიდევ 16 ქალაქი მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანული მაუწყებელი აქვეყნებს იმ ვერიფიცირებული ლოკაციების განახლებულ რუკას, სადაც 2025 წლის 28 დეკემბრიდან ერთი ან რამდენიმე საპროტესტო აქცია დაფიქსირდა.
სამშაბათის შემდეგ რუკას კიდევ 16 ქალაქი და დასახლება დაემატა. მათგან ყველაზე ბოლო აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი ზაჰედანია.
მოცემულ რუკაზე აღნიშნულია მხოლოდ ის ადგილები, სადაც BBC-მ ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვერიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.