რა ხდება ამ წუთებში ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში - მეხანძრეები „ფორმულას“ ნიუსრუმში მივიდნენ
1793794793
BBC-ის ინფორმაციით, ჰამასმა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დამატებიტი პირობები წამოაყენა. ისრაელის მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია, თუმცა რას ითხოვს ჰამასი, ჯერჯერობით უცნობია.
შეთანხმება თავდაპირველად ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და ჰამასის მიერ აყვანილი 50 მძევლის გაცვლას ითვალისწინებდა ისრაელის პატიმრობაში მყოფ 150 პალესტინელში.
გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო.