„ბავშვი უკრაინიდანაა და ბავშვთა სახლიდან აიყვანეს - რადგან ბიჭს არავინ ჰყავს, საჩივარს არავინ დაწერს“ - რუსეთში მეძავებს მამობილი 6 წლის ბავშვთან ინტიმურ კავშირს სთავაზობდა

ბავშვი

კრასნოიარსკში მეძავები ცდილობენ დაიჭირონ მამაკაცი, რომელიც მათ სკოლამდელ ბავშვთან სექსს სთავაზობს.

რუსეთში, სექსმუშაკები სხვადასხვა ქალაქებიდან იღებდნენ შემოთავაზებას უცნობი პირისგან, ბავშვთან ინტიმური ურთიერთობის დასამყარებლად. იმის შიშით, რომ არასრულწლოვანს საფრთხე ემუქრებოდა, სექს-სერვისის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს პოლიციასთან დაკავშირება, - იუწყება ტელეკომპანია 360.

კრასნოიარსკის სექსმუშაკთა ფორუმის მენეჯერს სურდა, ბიჭს დახმარებოდა.

„მივხვდი, რომ გოგონები ამ საქმეში მოწმეებად არ გამოდგებოდნენ, ამიტომ მე თვითონ მომიწია კლიენტად თავის წარდგენა. 3 იანვარს იგივე ადამიანისგან მივიღე შემოთავაზება", - განაცხადა მან ტელეარხთან ინტერვიუში.

აღმოჩნდა, რომ ბიჭი შვიდი წლისაც არ იყო და მისმა მშვილებელმა მამამ  დანიშნა მასთან შეხვედრა. მამაკაცი ირწმუნება, რომ ბავშვი უკრაინიდანაა და ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს. ეს, მისი თქმით, გარიგების „უსაფრთხოებაზე“ მეტყველებს - რადგან ბიჭს არავინ ჰყავს, საჩივარს არავინ დაწერს. ამასთან, „მამინაცვალმა“ არასრულწლოვანთან სექსისთვის 300 000 მანეთის გადახდა შესთავაზა. ქალმა სავარაუდო პედოფილთან შეხვედრა დათქვა და პოლიციას მიმართა, თუმცა ანონიმური თანამოსაუბრე არ მისულა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემაც შეწყვიტა. ახლა ამ საქმით სამართალდამცავი ორგანოები არიან დაინტერესებული. ინტიმური სფეროს მუშაკი თვლის, რომ თუ ბავშვს ნამდვილად საფრთხე ემუქრება, მას დახმარება სჭირდება.