1747598145
ბაიდენს „აგრესიული ფორმის“ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - მეტასტაზები ძვლებზეც არის გავრცელებული

შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნის „აგრესიული ფორმის“ დიაგნოზი დაუსვეს.
მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეტასტაზები მის ძვლებზეცაა გავრცელებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, სიმსივნე, როგორც ჩანს, ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა, რაც მისი ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა... [ბაიდენი და მისი ოჯახი] მკურნალობის ვარიანტებს ექიმებთან ერთად განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში